ჩვენ შესახებ


დღეს ისი პარის ქსელში 21 პარფიუმერიული მაღაზია შედის. ისი პარის პრიორიტეტია - ხარისხი და მრავალფეროვნება! მსოფლიო პარფიუმერიული სიახლეები ქსელში დროულად ჩნდება და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.

ვერცხლისფერის და ცისფერის კომბინაცია, თანამედროვე ლოგო და ნაცნობი წარწერა Ici Paris - დიახ, ეს თქვენი ისი პარია. 1995 წელს, როცა ქვეყანა ეკონომიკური პრობლემების ქაოსში ცხოვრობდა, თბილისში ისი პარის პირველი მაღაზია გაიხსნა. ურთულესი დრო იყო, ქვეყანას უჭირდა და ესთეტიკისთვის ნაკლებად ეცალათ...

ისი პარი - ეს არის ყველაზე მოდური, ყველაზე ხარისხიანი, ყველაზე საჭირო და სასარგებლო კომპანია, სადაც ყველაფერია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აირჩიეთ სიახლეები! Ici Paris (ქართულად - აქ არის პარიზი) ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს პარფიუმერული სამყაროს რიტმს აჰყვეს, ყოველთვის ფორმაში იყოს და კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს. ყურადღებით დააკვირდით მაღაზიების ვიტრინებს – განახლებული ვიტრინები და საპრეზენტაციო ზონები პარფიუმერულ სიახლეებზე მიგითითებთ. პარფიუმერული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება, მსოფლიო სიახლეები და პრეზენტაციები - დაუყოვნებლივ აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ისი პარის მაღაზიებში 150-ზე მეტი პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Sisley, Shiseido , Ysl, Lancome, Cartier, Hermes, Bvlgari, Narciso Rodriguez, Elie Saab, Marc Jacobs, Chloe, Gucci, Dolce & Gabbana, Burberry, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Herrera, Versace, Davidoff, CK და სხვა. ევროსტანდარტული მაღაზიები და მაღალი დონის მომსახურება ისი პარის ნებისმიერ სტუმარს საკუთარ არჩევანს სთავაზობს. აქ შეგიძლიათ თქვენი სურვილი და შესაძლებლობა შესანიშნავად მოარგოთ ერთმანეთს: თქვენს წინაშეა სუპერსელექტიური პროდუქცია და შედარებით ხელმისაწვდომი – ლაიფსთაილი.

CLOSE

აქციები

IMG

Bruno

შეიძინე BRUNO BANANI_ს ნებისმიერი 30მლ სუნამო და საჩუქრად მიიღე 30 მლ PURE MAN. შეიძინე BRUNO BANANI_ს ნებისმიერი 50მლ სუნამო და საჩუქრად მიიღე 50 მლ PURE MAN.

IMG

Bourjois

შეიძინე Bourjois 1 ტონალური კრემი + 1 ნებისმიერი პროდუქტი და აირჩიე საჩუქარი !!!

CLOSE

სიახლეები

CLOSE

ჯილდოები

The American Friendship Club

IMG

Expo Georgia

IMG

Golden Brand

IMG

Golden Brand

IMG

Music Box

IMG

Golden Brand

IMG
CLOSE

კონტაქტი

მთავარი ოფისი: (+995 32) 2201716
ელ-ფოსტა: info@prestige.ge


img img
CLOSE

“ისი პარი”-ს სასაჩუქრე ბარათი საშუალებას აძლევს მის მფლობელს შეიძინოს პროდუქცია მასზე დაფიქსირებული ნომინალის ფარგლებში. სასაჩუქრე ბარათი ერთჯერადია და მასზე მითითებული თანხის შესატყვისი პროდუქცია გაიცემა ერთბაშად. ნაკლები ღირებულების საჩუქრის არჩევისას ფასთა სხვაობა ბარათის მფლობელს არ უბრუნდება. მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას ბარათის მფლობეს შეუძლია ფასთა სხვაობის დამატება. ფასდაკლების ბარათის მფლობელისათვის ფასდაკლება ვრცელდება სასაჩუქრე ბარათის შეძენისას და არა მისი საშუალებით პროდუქციის გაცემისას.
ბარათის ძირითად ნაწილზე და ყუაზე დატანილია იდენტური ნუმერაცია, რომელიც ბარათის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ბარათს ყიდვისას მოეხევა ყუა, რომელიც რჩება კომპანიაში, ხოლო განაღდებამდე მოწმდება ბარათისა და ყუის ნუმერაციის იდენტურობა.
იმ სასაჩუქრე ბარათს, რომელსაც არ ახლავს სალაროს (დამოწმებული) ჩეკი, ან არ არის დამოწმებული შტამპით ან ბეჭდით მაღაზია არ ანაღდებს, მანამ, სანამ ამომწურავად არ შეისწავლის სასაჩუქრე ბარათის ფაქტს ორი დღის განმავლობაში.